ნორვეგიაში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
ნორვეგიის ქალაქ ოსლოსთან, შეიარაღებულმა პირებმა, მიმავალი მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღით ერთი ადამიანი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილ მამაკაცს ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია, რამდენიმე ხანში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა, მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა. ინფორმაციას სააგენტო „Vesti.ru” ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი ამ დრომდე გაურკვეველია.
გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული სროლა იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის მიგრანტები არიან.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიაში მსგავსი ფაქტი საკმაოდ იშვიათია, მოსახლეობა კი ცეცხლსასროლ იარაღს მხოლოდ ნადირობისთვის იყენებს.