სანქტ-პეტერბურგში 11 წლის ბიჭის მკვლელობისთვის დედა დააკავეს

მოზარდის მკვლელობის ფაქტზე, დაკავებულები არიან ყირგიზეთის მოქალაქე და იმ 11 წლის ბიჭის დედა, რომელიც ძალადობრივი სიკვდილის ნიშნებით, სანქტ-პეტერბურგში, ერთ-ერთი მეტროსადგურის სიახლოვეს იპოვეს.
ცოტა ხნით ადრე კი, სამართალდამცველებს უზბეკეთის მოქალაქემ მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი 11 წლის შვილი სახლიდან 26 იანვარს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად, მოქალაქის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ვიტებსკის პროსპექტზე, ბიჭის ცხედარი იპოვეს. გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო. როგორც სანქტ-პეტერბურგის პოლიციაში ჟურნალისტებს განუცხადეს, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დააკავეს ყირგიზეთის მოქალაქე, 22 წლის დასტონბეკ ჟალილოვი და ბავშვის 39 წლის დედა, რომლებიც ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. თუ რა მოტივით განხორციელდა ეს საზარელი მკვლელობა, მედიისთვის ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები