კახეთში, ავარიისას დაშავებულების ამოსაყვანად მანქანის გაჭრა გახდა საჭირო

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ხოდაშენში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან წესების დარღვევას გულისხმობს.
თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შეჯახების სიმძიმიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მანქანის სპეციალური ტექნიკით გაჭრა და ავტომობილიდან მგზავრების გამოყვანა.
დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები