„კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი არ ჰქონდა” – ლომთათიძის ქუჩაზე მოკლულის დეიდა

თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე ჩაცხრილული დავით ქმოსტელის დეიდა ამბობს, რომ მან არ იცის რის გამო შეიძლება მოეკლათ მისი დისშვილი.
მისი თქმით, დავით ქმოსტელი კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირებთან არ ყოფილა დაახლოებული.
მოკლულის დეიდა სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს.
მან ჟურნალისტებთან ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ლომთათიძის ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცი ნიღბიანმა პირმა ჩაცხრილა. დავით ქმოსტელს, მეტსახელად “ძივითას” თავდამსხმელმა სახლის ეზოში ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დავით ქმოსტელი ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და თბილისში მეგობართან იყო ჩამოსული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები