ფედერიკა მოგერინი: მივესალმებით საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებას

საქართველოსა და ევროკავშირს ბრწყინვალე ურთიერთობები აქვთ. მინდა, მივესალმო თქვენს წარმატებებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა და ეს ეუთო-ს ODIHR-მადაადასტურა. ჩვენ მოხარული ვართ ვენეციის კომისიის დადებითი შთაბეჭდილებით საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.

ქართულმა დელეგაციამ საბჭოს სხდომაზე დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში გასული წლის განმავლობაში გატარებულ რეფორმებზე. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმა ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებს.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები