ანა დოლიძე: სამოსამართლეო გამოცდილება შეიძლება იყოს კარგიც და შეიძლება იყოს ბევრი კითხვის გამჩენიც

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი წევრი ანა დოლიძე აპირებს, რომ მოსამართლეებს, რომლებსაც უვადოდ დანიშვნის სურვილი აქვთ, გასაუბრებაზე მათ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, კითხვები დაუსვას.
შესაბამისი კომენტარი ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
„წინ საინტერესო პროცესი გველოდება. ამ მოსამართლეებს დიდი გამოცდილება აქვთ სასამართლო სისტემაში. მე ვაპირებ ხაზი გავუსვა განსაკუთრებით კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, რადგან სამოსამართლეო გამოცდილება შეიძლება იყოს კარგიც და შეიძლება იყოს ბევრი კითხვის გამჩენიც. იმ პერიოდში ქვეყანაში მიდიოდა აქტიური რეპრესიები და ბევრი მოსამართლისთვის, რომელიც იმ პერიოდში სისტემაში იმყოფებოდა, ეს შეიძლება არ ყოფილიყო სახარბიელო“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები