თურქეთში, ქურდობისთვის ქართველი ქალი და მამაკაცი დააკავეს

თურქეთში, ქურდობის ბრალდებით, ქართველები დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, 42 წლის ქალი და ამავე ასაკის მამაკაცი, ქალაქ იზმირში, სასტუმროში დააკავეს.
მათივე ინფორმაციით, მათ ბრალად ქურდობა ედებათ, – „ბინებიდან წაღებულია კომპიუტერები, ტელეფონები და სხვა ტექნიკა“.
ქართველების ვინაობისა და გამოძიების სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები