რუსთავში გოგონამ ბიჭი დაჭრა
რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭი მისივე თანატოლმა გოგონამ დაჭრა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, მომხდარზე ჯერ დაკავებული არავინაა.
ამ დროისთვის დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.