ალბომი, რომელშიც „ბრავო რექორდში“ ჩაწერილი სინგლია შესული GRAMMY-ის უმაღლესი მუსიკალური ჯილდო მიიღო

ალბომი, რომელშიც „ბრავო რექორდში“ ჩაწერილი სინგლია შესული GRAMMY-ის უმაღლესი მუსიკალური ჯილდო მიიღო.

პოპულარულმა პუერტო-რიკოელმა რეპერმა Residente-იმ სადებიუტო  ალბომისთვის უჩვეულო კონცეფცია შეარჩია და გამარჯვება ნომინაციაში “Best Latin Rock, Urban, or Alternative Album“ მოიპოვა.

“ბრავო რექორდსის” დამფუძნებლის ზაზა შენგელიას თქმით, კომპანია’ 2 დღის განმავლობაში თავს იკავებდა ამ სასიხარულო ინფორმაციის გამოქვეყნებისაგან იმ მიზეზით, რომ საქართველოდან გამგზავრების შემდეგ რეპერმა Residente-იმ მკვეთრი ანტიქართული განცხადებები გააკეთა ამერიკულ მედიაში.

“ ვითომდა საქართველო ჩაგრავს მცირე ერებს – ოსებს, აფხაზებს და აგრესიულ პოლიტიკას ატარებს მათ მიმართ, რაც თავის დროზე ქართულმა მედიამაც გააშუქა. მუსიკოსის განცხადებები მაშინ „ბრავო რექორდს“-მაც მკვეთრად გააკრიტიკა, თუმცა, პროტესტის მოუხედავად, გარკვეული ფიქრის შემდეგ „ბრავო რექორდს“-ის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გამოექვეყნებინა ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რადგანაც ეს ქართული მუსიკალური ბიზნესის უდიდესი გამარჯვება და პირველი დიდი და სერიოზული აღიარებაა მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ბრავო რექორდს“-ის მთავარი ხმის რეჟისორის ალეკო ბერძენიშვილის ნამუშევარი, რომელმაც იმუშავა ამ სინგლის ჩაწერაზე, მიქსინგსა და მასტერინგზე,-განაცხადა ზაზა შენგელიამ.

რაც შეეხება მუსიკოსის საქართველოში ვიზიტს. მუსიკოსმა ჩაიტარა გენეტიკური კვლევა, რის შედეგადაც აღმოაჩინა, რომ აფრიკულ, ამერიკულ და ჩინურ გენთან ერთად, კავკასიური გენის მატარებელიც არის. მან მოიარა ანალიზის შედეგად გამოვლენილი გენეტიკური სამშობლოები და ყველა ქვეყანაში, ადგილობრივ, ძირითადად, ფოლკლორის შემსრულებელ მუსიკოსებთან ერთად, სიმღერები ჩაწერა.

საქართველოში ყოფნისას, მუსიკოსმა სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურა, მათ შორის, სამხრეთ ოსეთში, სადაც საოკუპაციო ზოლი დაათვალიერა და ასევე იმოგზაურა პანკისში, სადაც ანსამბლ „აზნაშის“ შემოქმედებას გაეცნო.

სწორედ „აზნაშთან“ ერთად გადაწყვიტა ომსა და მშვიდობაზე ემღერა. აღსანიშნავია, რომ Residente-ი მუსიკის გარდა პოლიტიკითაც ინტერესდება. იგი უკვე რამდენიმე წელია UNICEF-ისა და Amnesty International-ის კამპანიების სახეა. კონფლიქტები, განათლება, თანაბარუფლებიანობა – ეს იმ ძირითადი გლობალური პრობლემების ჩამონათვალია, რომელთა მოგვარებისთვის მუსიკოსი აქტიურად იბრძვის. და სწორედ ამ სადებიუტო ალბომმა, სადაც „ბრავო რექრდს“-ში ჩაწერილი სიმღერაც (სახელწოდებით „Guerra“, ქართულად „ომი“ ) შევიდა 2 დღის წინ „Grammy“-ის უმაღლესი მუსიკალური ჯილდო დაიმსახურა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები