მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ უბედური შემთხვევის შედეგადად დაშავებულთა რიცხვი კიდევ სამით გაიზარდა, ამჟამად დაშავებულთა რიცხვი 14-ს გაუტოლდა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დაშავებულთა სამედიცინო ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია გაიღებს.
თბილისის მერმა გ. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში დაშავებულები მოინახულა.
„მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო თითოეულ მათგანს – მალე გამოჯანმრთელდნენ. გადავრჩით, რომ მსხვერპლი არ არის“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, დაშავებულთა შორის არასრულწლოვნები არ არიან.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამოინგრა. მეტროსადგურ “ვარკეთილს” რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა. კერძოდ, “ვარკეთილის” სადგურის სარემონტო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები