დავით სერგეენკო: დაშავებულები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გარკვეული პერიოდი დარჩებიან
მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაზიანებული პაციენტები ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სეერგეენკომ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მოინახულა. როგორც მან აღნიშნა, პაციენტები გარკვეული პერიოდი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან, მისივე თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“დაზიანების უმეტოსობა უკვე მართულია, ფიქსირებულია. პაციენტები დარჩებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გარკვეული პერიოდი, თუმცა, საბედნიეროდ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აქ მყოფი პაციენტების გარდა, დანარჩენების მდგომარეობაც არ არის კრიტიკული. რაც შეეხება მეტ დეტალს, მათაც ადგილზე ვნახავ და გავეცნოდი ვითარებას”,-განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერი ჩამოინგრა.