კომპანია „ყვარელ რემმშენმა” მეტროსადგურ “ვარკეთილში” სამუშაოები 22 სექტემბერს დაასრულა

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სარემონტო სამუშაოებს შპს „ყვარელ რემმშენი“ ასრულებდა.
როგორც „კვირას“ თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს, შპს „ყვარელ რემმშენი“ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა და მას თბილისის მეტროსადგურებში სარემონტო სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა.
მათივე თქმით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარემონტო სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და პროექტი 2017 წლის 22 სექტემბერს დასრულდა.
„კვირას“ კითხვა, თუ ვინ იყო სარემონტო სამუშაოების ხარისხზე პასუხისმგებელი, უპასუხოდ დარჩა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დილის საათებში, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც, დაზარალებული 11 მგზავრი თბილისის სხვადასხვა კლინიკაში მოათავსეს, მათ შორის, შვიდმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.
შს სამინისტრომ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 240 -ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო – სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
„კვირა“ ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები