თემურ მურღულიამ საჩხერეში სტიქიის ზონა მოინახულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ და ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულში სტიქიის ზონა მოინახულეს. სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ და დაზიანებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. უწყების ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულში მიწის მასივი მოწყდა და მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლი, შიდა სასოფლო გზა, რომლითაც რამდენიმე ოჯახი სოფლის ცენტრს უკავშირდებოდა და სათავე ნაგებობასთან დამაკავშირებელი წყლის ცენტრალური მილი, რომლითაც სასმელი წყლით 300 ოჯახი მარაგდებოდა.
დაზარალებული ოჯახი სტიქიის ზონიდან დაუყოვნებლივ გადაიყვანეს. სიფრთხილის მიზნით, ევაკუირებული იქნა სტიქიის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები რამდენიმე ოჯახიც. სტიქიის ადგილზე მობილიზებულია ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი სამსახურები. მუშაობს სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაადგენს, შეიმუშავებს გზებს სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად და პრევენციული ზომების გასატარებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები