„ეს ყველაფერი აჩვენებს, რამდენად არასერიოზული არის ის ხალხი, რომლებიც არიან მარიონეტები გარე ძალებისა. ამიტომ შედეგი იქნება ყოველთვის ასეთი,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ლელოს“ მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით განაცხადა.
„საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ხელისუფლება სრულად ქვეყნის ტერიტორიაზე, შეძლებისდაგვარად ტერიტორიის მიღმაც. რაც შეეხება მოქალაქეებს, ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებს სხვა ქვეყნებს არ გადავცემთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთმა ალეკო ელისაშვილზე, რუსეთ-უკრაინის ომში ყოფნის გამო, ძებნა გამოაცხადა.