შალვა პაპუაშვილი: თარიღების ცვლილებას აქვს ორი დატვირთვა – ერთი, ესაა საზოგადოების გახლეჩის მცდელობა და მეორე, მათ სურთ ყურადღება გადაიტანონ მთავარი კითხვიდან – რატომ დაიწყო ომი 2008 წელს
,,თარიღების ცვლილებას აქვს ორი დატვირთვა – ერთი, ესაა საზოგადოების გახლეჩის მცდელობა და მეორე, მათ სურთ ყურადღება გადაიტანონ მთავარი კითხვიდან – რატომ დაიწყო ომი 2008 წელს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, აგვისტოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, 2014-15 წლამდე „ნაციონალური მოძრაობას” თავად 8 აგვისტო ჰქონდა მონიშნული ომთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის.
„ნაციონალურ მოძრაობას” და მათ შორის უცხოურ მისიებსაც, გარკვეულ პერიოდამდე 8 აგვისტო ჰქონდათ მონიშნული, როგორც დღე აგვისტოს ომთან დაკავშირებული ღონისძიებისა და გახსოვთ, რომ 2014 თუ 2015 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ” შეცვალა კალენდარი, შემდეგ საელჩოებმა შეცვალეს თავიანთი კალენდარი და გადააკეთეს სხვანაირად. რატომ? იმიტომ, რომ სინამდვილეში, მთავარი კითხვა არ არის, თუ როდის დაიწყო ომი, მთავარი კითხვაა თუ რატომ დაიწყო ომი. სწორედ ამ კითხვიდან ყურადღების გადასატანად არის მცდელობები თარიღებით მანიპულირების.
ამ თარიღების ცვლილებას აქვს მეორე დატვირთვაც, ესაა საზოგადოების გახლეჩა. მათ უნდათ იგივე, როცა საუბრობენ, რომ შობა უნდა აღნიშნოს 25 დეკემბერს თუ 7 იანვარს. ზუსტად ესაა, როცა საუბრობენ იმაზე, როცა საუბრობენ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება ფაშიზმზე უნდა აღინიშნოს 8 მაისს თუ 9 მაისს. 9 მაისს ევროკავშირმა ჩაატარა ღონისძიება „ევროპის დღე” და ერთი სიტყვითაც არ ახსენეს ქართველების წვლილი ფაშიზმის დამარცხებაში. ზუსტად ესაა 7-8 აგვისტოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.