საქართველოს რკინიგზა IOS-ისა და Android-ის მომხმარებლებს ახალ აპლიკაციას – Georgian Railway – ს სთავაზობს
საქართველოს რკინიგზა IOS-ისა და Android-ის მომხმარებლებს ახალ აპლიკაციას – Georgian Railway – ს სთავაზობს.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებელს ბილეთების შეძენის გარდა მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებში კონკრეტული ადგილების არჩევის საშუალებაც ექნება.
Georgian Railway უფასო, ქართული და ინგლისურენოვანი აპლიკაციაა, რომლის ჩამოტვირთვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
გადმოწერეთ საქართველოს რკინიგზის ახალი აპლიკაცია Georgian Railway და შეიძინეთ მატარებლის ბილეთები მარტივად.