ირაკლი კობახიძე – სრული კატასტროფაა ევროპაში და მე იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენციები შემობრუნდება დადებითი მიმართულებით და მომავალში უკეთ იქნება დაცული მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება

სრული კატასტროფაა ევროპაში და მე იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენციები შემობრუნდება დადებითი მიმართულებით და მომავალში უკეთ იქნება დაცული მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს მუხათგვერდში, ევროპაში ამოქმედებულ ახალ კანონთან დაკავშირებით განუცხადა.

პრემიერის თქმით, მათ აქვთ პრეტენზია გამოხატვის თავისუფლებაზე, თუმცა ადგენენ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ კანონებს.

„გამოხატვის თავისუფლებაზე აქვთ პრეტენზია კონკრეტულ ქვეყნებს და ასეთ რაღაცებს ადგენენ საკუთარი კანონმდებლობით. ნახეთ, სადამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია. სრული კატასტროფაა ევროპაში და მე იმედი მაქვს, რომ ევროპაში ეს ტენდენციები შემობრუნდება დადებითი მიმართულებით და მომავალში უკეთ იქნება დაცული მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები