შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვნახეთ ის გარდასახვა, რომელიც თბილისმა განიცადა კახა კალაძის მერობის პერიოდში, 2017 წლიდან მოყოლებული

„ჩვენ ვნახეთ ის გარდასახვა, რომელიც თბილისმა განიცადა კახა კალაძის მერობის პერიოდში, 2017 წლიდან მოყოლებული”,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კალაძის და მისი გუნდის დამსახურებაა, რომ დღეს ინფრასტრუქტურა ძირეულად იცვლება.

,,ჩვენი დედაქალაქი შეიცვალა გარეგნულად, შინაარსობრივად, თავისი დატვირთვით. ეს არის ის მიმართულება, რომელიც უნდა გაგრძელდეს. ეს არის ის გუნდი, რომელიც საკრებულოდან ზუსტად ამ ამოცანით და პოლიტიკური დავალებით იქნება, რომ საქართველოს დედაქალაქი იყოს კიდევ უფრო მწვანე, თბილისში ცხოვრება იყოს კიდევ უფრო კომფორტული. მოწესრიგდეს ბოლომდე ყველა ინფრასტრუქტურული საკითხი, რომელიც ათწლეულები იყო მიტოვებული და კახა კალაძის და მისი გუნდის დამსახურებაა, რომ დღეს ინფრასტრუქტურა ძირეულად იცვლება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები