შალვა პაპუაშვილი – „ლელოს“ მერობის სავარაუდო კანდიდატებზე: ეს ყველაფერი აჩვენებს, რამდენად არასერიოზული არის ის ხალხი, რომლებიც არიან მარიონეტები გარე ძალებისა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „ლელოს“ მერობის სავარაუდო კანდიდატების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პარტიის კანდიდატი არჩევნებზე მერაბ სეფაშვილი ან ალეკო ელისაშვილი იქნება.
,,ეს ყველაფერი აჩვენებს, რამდენად არასერიოზული არის ის ხალხი, რომლებიც არიან მარიონეტები გარე ძალებისა. ამიტომ შედეგი იქნება ყოველთვის ასეთი”,- აცხადებს პაპუაშვილი.