ნიკუშა შენგელაია: ელდარ შენგელაია ეპოქალური რეჟისორი იყო
,,ელდარი ეპოქალური რეჟისორი იყო და მისი შემოქმედება კიდევ ბევრი თაობისთვის იქნება საინტერესო”,- ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ რეჟისორ ელდარ შენგელაიაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველმა კინორეჟისორმა თავისი თავი თვითონ შექმნა.
„ელდარმა თავისი სათქმელი თვითონ თქვა, თვითონ შექმნა თავისი თავი და მე მგონი, ეპოქალური რეჟისორი იყო და ის დარჩება თაობებს. მისი შემოქმედება იქნება კიდევ ბევრი თაობისთვის საინტერესო და მისი სახელი დიდხანს დარჩება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“,- აღნიშნა ნიკუშა შენგელაიამ.
ცნობისთვის, ლეგენდარული კინორეჟისორი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.