შალვა პაპუაშვილი: დღეს ლიბერალიზმი არის სიმბოლო ადამიანის უფლებების შელახვისა

„სრულად ვიზიარებ, რომ ლიბერალიზმი აბსოლუტურად გამოშიგნეს თავისი შინაარსისგან, „ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ევროპაში თანამედროვე ლიბერალური მიდგომების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„დღეს ლიბერალიზმი არის სიმბოლო ადამიანის უფლებების შელახვის, ადამიანის გაჩუმების, ადამიანის გაუქმების საზოგადოებრივი ცხოვრებიდან თუ დისკუსიიდან. ლიბერალიზმი არის აბსოლუტური ანტიპოდი იმისა, როგორც ეს ესმოდათ მის ფუძემდებლებს, როგორც ეს ესმოდათ თუნდაც, საქართველოში მეოცე საუკუნის დასაწყისში ლიბერალებს. აბსოლუტურად სხვა არის – ეს არის უბრალოდ ფუტლარი, სახელი, რომლის შიგნითაც სინამდვილეში არის ტერორი, ძალადობა, ზეწოლა, სხვების გაჩუმება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები