NYP: ტრამპმა მოსკოვს პუტინთან შეხვედრისთვის პირობა წაუყენა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის პირობა წამოაყენა.

ამის შესახებ ინფორმაციას The New York Post-ი თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ამერიკელი ლიდერი პუტინს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზეც დათანხმდება.

„შეხვედრისთვის პუტინი ზელენსკის უნდა შეხვდეს. შეხვედრის ადგილი ჯერ არ არის განსაზღვრული“, – თქვა ტრამპმა.

ცნობისთვის, გამოცემა The New York Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტრამპი მომდევნო კვირას პუტინთან და ზელენსკისთან სამმხრივი შეხვედრის გამართვას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები