2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო დროშები დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დაშვებულია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე.