პრემიერი შვედეთის მიერ მიღებულ კანონზე საჯარო მოხელეების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით – თუ შვედი საჯარო მოხელე უნდა იყოს დაცული, ქართველი საჯარო მოხელეც უნდა იყოს დაცული, როცა ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, ეს მეტყველებს, თუ რამდენად დამძიმებულია მდგომარეობა ევროპულ ბიუროკრატიაში

თუ შვედი საჯარო მოხელე უნდა იყოს დაცული, ქართველი საჯარო მოხელეც უნდა იყოს დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა კითხვას, თუ რატომ აქვთ პარტნიორებს ორმაგი მიდგომები, როდესაც შვედეთმა მიიღო კანონი საჯარო მოხელეების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით და ანალოგიურ კანონზე ისმის კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

„შვედეთი არის მაღალი ღობე, ჩვენ ვართ  კი დაბალი. ეს არის მათი წარმოდგენა. ჩვენი წარმოდგენა სინამდვილეში ასეთი არ არის.  ყველა ღობე არის ერთი სიმაღლის, ყველას აქვს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა. თუ შვედი საჯარო მოხელე უნდა იყოს დაცული, ქართველი საჯარო მოხელეც უნდა იყოს, ბუნებრივია, დაცული. ასეთ დროს, როცა ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, ეს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დამძიმებულია მდგომარეობა ევროპულ ბიუროკრატიაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები