კახა კალაძე: დედაქალაქში მაჟორიტარებს ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ მოსახლეობასთან, მათ გვერდით დგომა მომავალშიც გაგრძელდება

„ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ქალაქის საკეთილდღეოდ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩემთან ერთად იმუშავებენ, – ამის შესახებ კახა კალაძემ, მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„დედაქალაქში ბოლო 8 წლის მანძილზე ბევრი სასიკეთო პროექტი განხორციელდა, თუმცა არსებობს გამოწვევები. გვაქვს კონკრეტული ხედვა, გეგმა, როგორ უნდა აღმოვფხვრათ პრობლემები, განვავითაროთ ქალაქი. მაჟორიტარებს ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ მოსახლეობასთან, მათ გვერდით დგომას გავაგრძელებთ მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ოპოზიციის მხრიდან მერობის კანდიდატი.

„დიდი ინტერესი არ მაქვს, თუ ვინ იქნება ოპოზიციის მხრიდან მერობის კანდიდატად წარმოდგენილი. ჩემს გუნდთან ერთად მაქვს ხედვა, თუ რა სჭირდება ჩვენს დედაქალაქს მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რა კონკრეტული პროექტები უნდა განხორციელდეს, როგორ უნდა ვუპასუხოთ იმ სირთულეებს და გამოწვევებს, რაც ჯერ კიდევ არსებობს თბილისში. სხვა პოლიტიკური პარტიები ვის წარადგენენ კანდიდატად, ჩემთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები