მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში “ჯეპრას” უფროსი კონსულტანტის ლექცია-საუბარი გაიმართა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში ჯეპრას უფროსი კონსულტანტის ქეთევან გალუმაშვილის ლექცია-საუბარი გაიმართა, სახელწოდებით  “რა უნდა ვიცოდეთ პიარის შესახებ და რა არის მისი ფუნქცია-დანიშნულება”. ლექციას მედიასტუდია ,,დროს“ მედიაკომუნიკაციისა და პიარმენეჯმენტის წრის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

ლექციის მიზანია მოზარდებს შეასწავლოს, რა არის პიარის ძირითადი პრინციპები და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება კარიერის დაგეგმვის დროს.

ლექცია მოსწავლე-ახალგაზრობის ეროვნული სასახლის მედიასტუდია ,,დროს“ ხელმძღვანელ თინა გაბუნიას და წრის პედაგოგ ნინო გოგოლაძის ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები