ჭერის ჩამონგრევის გამო, მატარებლები მეტროსადგურ „სამგორამდე“ იმოძრავებენ
მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრებს ვერ მოემსახურება, – ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ.
მათივე ინფორმაციით, მომხდარის გამო, მატარებლები მეტროსადგურ „სამგორამდე“ იმოძრავებენ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“, ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად, დაზიანება მიიღო შვიდმა ადამიანმა.