ე.წ. ელიავას ბაზრობასთან, ავტომანქანების საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, გუდაუთას ქუჩაზე, ე.წ. ელიავას ბაზრობასთან, ავტომანქანების საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, გუდაუთას ქუჩაზე ავტომანქანების საწყობში ცეცხლი დილის 7 საათზე გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი 200 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. დამწვარია ოთხი ავტომობილი, მათ შორის, სამი – დაშლილი.

გუდაუთას ქუჩაზე ავტომანქანების საწყობში ხანძარი გამთენიისას გაჩნდა.