კომპანია RMG -ი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტიპენდიას აწესებს (ვიდეო)

კომპანია RMG საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან 2017 წლის დეკემბერში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 11 წარმატებულ სტიპენდიანტს გამოავლენს, რომლებიც კომპანიისაგან 1 წლის განმავლობაში „RMG-ის სტიპენდიას“ მიიღებენ.
​სტუ-ს ადმინისტრაციულ კორპუსში დაგეგმილ შეხვედრაზე RMG-ის წარმოების, კორპორაციული და გარემოს დაცვის დირექტორები პირადად გაესაუბრნენ სამთო-გეოლოგიური და ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის 50-ზე მეტ სტუდენტს და მათგან საუკეთესოების შერჩევაში მიიღეს მონაწილეობა. ერთწლიანი სტიპენდიის გარდა, RMG-ის სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი პროფილის სტუდენტებს 2018 წლის განმავლობაში საშუალება ექნებათ საწარმოო პრაქტიკა გაიარონ კომპანიის კუთვნილ ობიექტებსა და საწარმოებში.
RMG-ის 11 სტიპენდიანტს, რომლებიც 2018 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ ფულად მხარდაჭერას, კომპანიის წარმომადგენლებისა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისაგან დაკომპლექტებული კომისია, უახლოეს დღეებში გამოავლენს. ​როგორც RMG-ის კორპორაციული დირექტორის მოადგილე ამირან ქართველიშვილი აცხადებს, 11 სტუდენტს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, კომპანია ერთი წლის განმავლობაში დაუნიშნავს სტიპენდიებს.
მისი განმარტებით, სტიპენდიების გარდა სტუდენტური ხელშეწყობის პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ კომპონენტს სტაჟირებას და დასაქმების შესაძლებლობას.

წყარო: http://www.city.kvira.ge/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები