ზაფხულის ტურისტული სეზონი თვის ბოლოს გაიხსნება

საქართველოში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად თვის ბოლოს გაიხსნება, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სეზონის გახსნასთან დაკავშირებით დაკავშირებით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, შაორის ტბასა და ბორჯომში სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
“გახსნის ღონისძიებები ჩატარდება სხვადასხვა ლოკაციის ადგილას. ბათუმში საწყლოსნო, საპარაშუტო და სხვადასახვა სახალისო აქტივობები იქნება. რაჭაში იქნება ორდღიანი ლაშქრობა, ტბაზე კი წყლის თხილამურებით შეჯიბრებები, ბორჯომის პარკში იქნება კოსტიუმირებული წარმოდგენა, ქუთაისში იქნება ყვავილების ფესტივალი, კონცერტი, ბოდიარტი და სხვა ღონისძიებები. ყველაფერი ამის დაგვირგვინება კი მოხდება თბილისში, სადაც საღამოს ლისის ტბაზე იქნება გრანდიოზული ღონისძიება. იქ იქნება წარმოდგენილი ყველა პროდუქტი რაც შევქმენით, მათ შორის იქნება პრეზენტაცია მთავარი საბრენდო ნიშნის “მუსკატი გიო”, რომელიც იქნება ლოგო, სავიზიტო ბარათი და ყველა ტურისტის თანამგზავრი, საინფორმაციო დაფებიდან”, – განაცხადა გიორგი სიგუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები