კახა კალაძე: შვედეთში საჯარო მოხელეების შეურაცხყოფის წინააღმდეგ ამოქმედებული კანონი კარგი გამოხატულებაა იმისა, რას ნიშნავს ორმაგი სტანდარტი
თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შვედეთში ამოქმედებულ კანონს, რომელიც საჯარო მოხელეების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს.
მისივე განმარტებით, მსგავს კანონთან მიმართებით საქართველოს კრიტიკა მათი მხრიდან ორმაგი სტანდარტის ქონის კარგი მაგალითია.
„საქართველოს მიმართ არა მხოლოდ ამ კანონზეა ორმაგი სტანდარტი, არამედ სხვა ბევრ საკითხში – ეს იქნება გამჭვირვალობის კანონი და ა.შ. მარტივია, როდესაც არ სურთ და არ აწყობთ ის ვითარება, რაც მათ სასარგებლოდ არაა, იწყება ბინძური კამპანია. ეს მაგალითიც კარგი გამოხატულებაა, რას ნიშნავს ორმაგი სტანდარტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.