“ტოიოტა თბილისის” პრეზიდენტი: საავტომობილო ბიზნესში კარტერული გარიგება წარმოუდგენელია

საქართველოში ”ტოიოტას” წარმომადგენლობის პრეზიდენტს, ირაკლი გურჩიანს წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ საქართველოში საავტომობილო ბიზნესში რაიმე კარტერულ გარიგებას ჰქონდეს ადგილი.
ირაკლი გურჩიანის თქმით, კომპანია „სიტროენ ჯორჯია“ ბრენდის ოფიციალური დილერი არ არის.

“კომპანია „სიტროენ ჯორჯიას” დამფუძნებელი სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელი პირებიც ვართ. სიტროენ ჯორჯიას საფრანგეთიდან არ მიუღია დილერობა და საფრანგეთიდან დილერობა გაიცა სხვა კომპანიაზე. ამის შესახებ საფრანგეთილს ელჩმაც აღნიშნა, რომ „სიტროენ ჯორჯიას“ საფრანგეთში არსებულ „სიტროენის“ ბრენდთან არანაირი კავშირი არ აქვს. აქედან გამომდინარე, მე ამ „სიტროენ ჯორჯიაზე“ ვერაფერს ვიტყვი”, – განაცხადა საქართველოში ”ტოიოტას” წარმომადგენლობის პრეზიდენტმა, ირაკლი გურჩიანმა.

მისივე თქმით, არც ერთი ტენდერი არ ყოფილა კონკრეტულ კომპანიაზე მორგებული.

“მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ბრენდი “ტოიოტა თბილისი”, წლებია, რაც ქართულ ბაზარზე შემოვიდა და საავტომობილო ბაზრის 50%-ზე მეტს ფლობს. ბოლო 15 წლის განმავლობაში მე არ მქონია შემთხვევა, სადაც ოდნავ მაინც მეეჭვა, რომ რომელიმე ტენდერი რომელიმე კომპანიაზე იყო მორგებული. ასეთი რამე გამორიცხულია. ჩვენ თითქმის ყველა გამოცხადებულ ტენდერში ვიღებთ მონაწილეობას, ბოლო ტენდერში დავმარცხდით, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ტენდერი რომელიმე კომპანიაზე იყო მორგებული. ჩვენ წავაგეთ იმის გამო, რომ ჩვენი ბრენდი სხვა ბრენდებთან შედარებით ძვირია”, – განაცხადა ირაკლი გურჩიანმა.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები