ირაკლი კობახიძე მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ცნობილი ფილოსოფოსის, მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო. მიხეილ ნანეიშვილმა თავისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეობით, ჩვენი ქვეყნის ახლად მოპოვებული დამოუკიდებლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი მიხეილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს”,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები