თანაინვესტირების ფონდი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, ტექნოლოგიურ კომპანია Bitfury-თან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

„ვეხმაურებით ბოლო პერიოდში გარკვეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ უსაფუძვლო განცხადებებს და გვსურს მოსახლეობას მართებული ინფორმაცია მივაწოდოთ.

2014 წელს საქართველოს თანინვესტირების ფონდმა, მოწინავე საერთაშორისო კომპანია Bitfury სასეხო დაფინანსებით უზრუნველყო. Bitfury-ის საქართველოში შემოსვლამ  ხელი შეუწყო ქვეყანაში  მაღალტექნოლოგიური დარგის განვითარებას და  საქართველო მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე მოაქცია.

აღნიშნული სესხი  კომპანიამ 2015 წელს სრულად დაფარა. შესაბამისად გვინდა მოგახსენოთ, რომ არც საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და არც ბიძინა ივანიშვილი ან მასთან დაკავშირებული რომელიმე კომპანია გორისა და  გლდანის დატა ცენტრებში არანაირ წილს არ ფლობენ.

ასევე გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული საკითხით დაინტერესებული არცერთი პოლიტიკოსი არ დაკავშირებია საქართველოს თანაინვესტირების ფონდს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მათ წმინდა პოლიტიკურ მოტივებს.  მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკითხს  და უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებამდე გადაამოწმონ ინფორმაციის სიზუსტე”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები