რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

აზერბაიჯანიდან თურქეთისკენ მიმავალ სამგზავრო ავტობუსს რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

ავტობუსში დაახლოებით 50 ადამიანი იმყოფებოდა. მგზავრებმა ავტობუსის დატოვება დროულად მოახერხეს.

მგზავრების თქმით, როდესაც ავტობუსის მძღოლმა გათბობა ჩართო, დაკვამლიანება სწორედ მაშინ დაიწყო.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა, ცეცხლი დროულად ჩააქარეს. უწყების ცნობით, მომხდარში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. შესაბამისი ღონისძიებები ჩატარდა, თუმცა, გამოძიება არ დაწყებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები