„ირანიც ისევე შორსაა ჩვენგან, როგორც სირია, თუმცა ერთი სხვაობაა: სირიასთან უზარმაზარი თურქეთია ბუფერად“

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე ირანში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
სალუქვაძე ვარაუდობს, რომ საქმე რევოლუციამდე ან სამოქალაქო ომამდე მივა.
ამასთან, ანალიტიკოსი თვლის, რომ კარგად გასააზრებელია, როგორ შეიძლება აისახოს რეგიონზე ირანში განვითარებული მოვლენები.
„ეს ქალაქებია რაქა, ალეპო, იდლიბი, მოსული, ჰომსი… ვკითხულობ ირანის (ორთავე მხარის) ქომაგთა პოსტებს, კომენტარებს.
სირიის ომმა ევროპა შეცვალა და ჯერ ეს ცვლილებები ჩანასახშია.
ირანიც, თითქოს, ისევე შორსაა ჩვენგან, როგორც სირია (1000 და 700 კმ), თუმცა, ერთი დიდი სხვაობაა: სირიასთან უზარმაზარი თურქეთია ბუფერად, ირანთან – სომხეთი და აზერბაიჯანი.
დილით დავწერე უკვე ამ თემაზე, ინტერვიუც მქონდა „მეტრონომთან“, როგორ შეიძლება აისახოს რეგიონზე.
კიდევ ერთხელ დავხედოთ ომის შედეგებს და რუკაც განვიახლოთ მეხსიერებაში.
ზოგი ისე ქილიკობს, თითქოს, აფრიკაში ცხოვრობდეს, ან ავსტრალიაში.
როგორც დილით დავწერე, არ მგონია რევოლუციამდე ან სამოქალაქო ომამდე მივიდეს, ყოველ შემთხვევაში, ძალიან არ მსურს სირიის სცენარით განვითარება. მაგრამ, ჩვენ ხომ უნდა ვიცოდეთ რა გვსურს?
ვერ ვწერ ამ თემაზე სერიოზულად. არც იმ სცენარებს განვიხილავ, როგორ შეიძლება განვითარდეს, რადგან უაზროდ ვთვლი ამ ეტაპზე.
ერთი რამ მინდა გითხრათ: ამ სურათების დათვალიერებისას კარგად დავფიქრდეთ, რომელიმე სახელმწიფო დაცულია მსგავსისგან?
ალბათ მიმიხვდით მინიშნებას“, – წერს სალუქვაძე და შესაბამის ფოტოებს აქვეყნებს.






კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები