უკრაინაში საქართველოს მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით საკონსულო ინფორმაციას ამოწმებს

   უკრაინაში საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს – ინფორმაცია ჯერჯერობით დაუზუსტებულია და მოწმდება. როგორც საქართველოს კონსულმა ირაკლი ადვაძემ განაცხადა, ის ესაუბრა საქართველოს მოქალაქეს ვასილ ბუდიკს, რომელიც აცხადებს, რომ ის გატაცებული არ არის. ოჯახის წევრები საპირისპიროს აცხადებენ. მათი თქმით, ბუდიკი ოჯახში არ დაბრუნებულა.
„უკრაინული საინფორმაციო საშუალებებისგან ცნობილი გახდა საელჩოსთვის, რომ გატაცებულია საქართველოს მოქალაქე ვასილ ბუდიკი. საკონსულომ გადაამოწა ეს ინფორმაცია, უშუალოდ მოქალაქეს დაუკავშირდა. მან უარყო მისი გატაცების ფაქტი, თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე, ამ დროისთვის ვმუშაობთ საკითხის დადგენაზე, ვინაიდან ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ვასილ ბუდიკი ოჯახში არ დაბრუნებულა“,- განაცხადა ირაკლი ადვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები