დონალდ ტრამპის თვითმფრინავი ანკორიჯში დაეშვა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თვითმფრინავი ანკორიჯში დაეშვა, სადაც ის დღეს რუს კოლეგასთან სამიტს გამართავს.
მოსალოდნელია, რომ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ელმენდორფ-რიჩარდსონის ბაზაზე ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:30 საათზე (თბილისის დროით 23:30) შეხვდება.
პოლიტიკოსები თავდაპირველად პირისპირ, შემდეგ დელეგაციების მონაწილეობით ისაუბრებენ, რის შემდეგაც მოლაპარაკებები საუზმის ფარგლებში გაგრძელდება.
შეხვედრის ცენტრალური თემა უკრაინის კრიზისის მოგვარება იქნება, მხარეები ასევე გაცვლიან მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის თანამშრომლობის შესახებ მოსაზრებებს. სახელმწიფოს მეთაურები განიხილავენ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანებს, საერთაშორისო და რეგიონული დღის წესრიგის საკითხებს.