ანკორიჯში ტრამპის და პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს

ალასკის შტატ ქალაქ ანკორიჯში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის თვითმფრინავები ანკორიჯში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

თეთრი სახლის ცნობით, რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები ალასკაზე „სამი სამზე“ ფორმატით გაიმართება.

აშშ-ის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

როგორც რუსული მედია იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტთან სამი-სამზე ფორმატით შეხვედრის დროს, ვლადიმერ პუტინთან ერთად იქნებიან ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები