პუტინისა და ტრამპის მოლაპარაკებები ალასკაში უკვე ერთი საათია მიმდინარეობს

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებები ალასკაზე „სამი-სამზე“ ფორმატში უკვე ერთი საათია მიმდინარეობს.

შეხვედრა ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე იმართება.

მას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი ესწრებიან. აშშ-ს წარმოადგენენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის ლიდერის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

აღსანიშნავია, რომ პუტინსა და ტრამპს შორის კომუნიკაცია ანკორიჯის აეროპორტში დაიწყო – პრეზიდენტები ამერიკელი ლიდერის მანქანაში ერთად ჩასხდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები