BBC: პუტინმა და ზელენსკიმ ტრამპისგან რადიკალურად განსხვავებული დახვედრა მიიღეს

პუტინმა სრულიად განსხვავებული დახვედრა დაიმსახურა, ვიდრე თებერვალში ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტის დროს იყო, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თებერვალში, ჩვენ ვიხილეთ უჩვეულო სცენა, როდესაც თეთრ სახლში ზელენსკი ტრამპისგან მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა.

„თქვენ ხედავთ, როგორ იღიმის პუტინი, როდესაც ის ტრამპთან ერთად საპრეზიდენტო ავტომობილში – The Beast – ჯდება. ჯერ ერთი სიტყვაც არ თქმულა, მაგრამ ეს მისთვის უკვე გამარჯვებაა.

ტრამპს არაფერი მიუღია მხოლოდ პუტინის აქ ჩამოყვანით. სამაგიეროდ, პუტინმა უკვე ბევრი რამ მოიგო მხოლოდ იმით, რომ თვითმფრინავიდან ჩამოვიდა, წითელ ხალიჩაზე გაიარა და The Beast-ში ჩაჯდა. ეს ადამიანი აქამდე საერთაშორისო დონეზე გარიყული იყო“, – ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები