დაიბადა 2015 წლის 15 ნოემბერს. 3 წლინახევრის იყო, რომ შევიდა ანსამბლ „თორდაში“.თამარ ალადაშვილის ხელმძღვანელობით. ეუფლება საკრავებს: ბასფანდურს, ფანდურს, დასარტყამ ინსტრუმენტებს, სწავლობს სალამურს. ორი წელია დადის სპორტზეც და უნდა, რომ კარგი მეკარე გამოვიდეს.
როგორც ზუკას დედა ამბობს, თამარ ალადაშვილმა დიდი როლი შეასრულა ზუკას აღზრდა – განვითარებაში, დაფრთიანდნენ ბავშვებიო. – ანსამბლ „თორდას“ წევრის ზუკა წითლაურის პერსონა.
– ზუკა, უკვე დიდი ხანია ანსამბლ „თორდას“ წევრი ხარ. რა მოგწონს ამ ანსამბლში?
– ანსამბლი „თორდა“ ერთი დიდი და ლამაზი ოჯახია. სადაც მეგობრობა და სიყვარულია. მთავარი კი თამარ ალადაშვილია. მიყვარს ჩემი „თორდა“.
– 4 ინსტრუმენტზე უკრავ. ადვილია ოთხივეს სწავლა? და მაინც, რომელი ინსტრუმენტი გიყვარს და რატომ?
– როცა გინდა რაიმეს სწავლა, ძნელი არაფერია. დიახ, ოთხ ინსტრუმენტზე ვუკრავ, გამორჩეულად მიყვარს დოლი. რადგან ვზივარ და ისე ვუკრავ.
– სიმღერა. როდიდან შეგიყვარდა? რომელი სიმღერის შესრულება გიყვარს?
– 4 წელი ანსამბლ „თორდაში“ შემისრულდა. რაც მახსოვს, სულ ვმღერი. გამოვყოფ „არხოტის ცასავით“. ჩემი დებიუტი ამ სიმღერით შედგა 5 წლის ასაკში.
– ანსამბლი, სკოლა… ფეხბურთი… როგორ ასწრებ ერთად სწავლას, სპორტს და სიმღერას? რომელი საგანი გიყვარს სკოლაში?
– ძნელია, არც ისე დიდი ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს ფეხბურთი. არც ჩემს „თორდას“ ვთმობ. სწავლაში კი ჩემი დედიკო მეხმარება. საგნებიდან მიყვარს – მათემატიკა, ინგლისური ქართული და სპორტი.
– გადაგიღეს ორ კლიპში. პირველი იყო კლიპი „ხორუმი“, „კახური სიმღერების პოპური“ მეორე კლიპია….
– „ხორუმის“ გადაღების დროს დიდგორზე ვიყავით, მეოთხე ბატალიონთან ერთად. ძალიან შრომატევადი კლიპი იყო, პაპანაქება სიცხეში ვაზიანის ველზე საქართველოს დროშა შევკარით ბავშვებმა.
|- „კახური სიმღერების პოპურის“ გადაღების დროს კურიოზიც მოხდა…
– გადაღებები მიმდინარეობდა კახეთში, გიორგი ალადაშვილის ბიოდინამიკურ მეურნეობაში. საოცარი დღეები გვქონდა, მხიარულობა, 60 ბავშვი ვიღებდით, მე კი მომიწია ურემზე ყურძნის ჭამამ. პატარა კახელი ბიჭი ვიყავი, მაგრამ ვირი დაღმართზე გაგვექცა, სირბილით მოგვყვებოდნენ, ძლივს დაგვიჭირეს. მართლა კარგი იყო.
https://www.facebook.com/reel/1334674197734236
– რატომ გინდა მფრინავობა?

– ძალიან მინდა მფრინავი გავხდე. ჩემი ბებო, დეიდა და დეიდაშვილი სოფია იტალიაში ცხოვრობენ. მინდა ხშირად ვიფრინო მათთან. ასევე ვიცი, რომ დიდი ხელფასებია.~
– რა არის შენი ჰობი? რას აკეთებ თავისუფალ დროს?
– თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, თუ მაქვს, წიგნს ვკითხულობ, ან დედას სასეირნოდ დავყავარ. გვიყვარს კინოთეატრში სიარულიც.
თამარ შაიშმელაშვილი