პესკოვი ვარაუდობს, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა 6-7 საათის განმავლობაში გაგრძელდება

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ვარაუდობს, რომ კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინსა და მის ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს შორის ალასკაში დაგეგმილი სამიტი ღონისძიებების სიმრავლის გამო, ჯამში დაახლოებით 6-7 საათს გაგრძელდება.

მისი თქმით, მოსკოვი იმ ვარაუდს ეყრდნობა, რომ ლიდერები თავდაპირველად პირისპირ საუბარს გამართავენ.

„როგორც ჩანს, ამაში თანაშემწეებიც ჩაერთვებიან. შემდეგ დელეგაციების ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართება, შესაძლოა, სამუშაო სადილის ფორმატში. შემდეგ ლიდერები გარკვეული დროით დაიშლებიან და ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეიკრიბებიან. ზოგადად, შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ამაზე, რა თქმა უნდა, მინიმუმ 6-7 საათი დაიხარჯება“, – დასძინა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები