ირაკლი კობახიძე: ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობა ალბათ უკვე შვიდჯერ შექმნეს, ახლა მერვე მცდელობაა, არავითარი პერსპექტივა ამას არ აქვს, რადგან ამ პოლიტიკური პარტიების მხარეს არ არის ღირებულებები
ოპოზიციის ერთობას არავითარი პერსპექტივა არ აქვს გამომდინარე იქიდან, რომ ამ პოლიტიკური პარტიების მხარეს არ არის ღირებულებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხარეს არის უცხოური, გარე დავალებები და ასეთ პირობებში მათი ვერც ერთი ერთობა ვერ იქნება წარმატებული.
„ასეთი ერთობა მათ შექმნეს ალბათ უკვე შვიდჯერ, ახლა მერვე მცდელობაა, არავითარი პერსპექტივა ამას არ აქვს გამომდინარე იქიდან, რომ აქ არ არის ღირებულებები. ამ პოლიტიკური პარტიების მხარეს არ არის ღირებულებები, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ, ეს არის უცხოური, გარე დავალებები, ასეთ პირობებში მათი ვერც ერთი ერთობა ვერ იქნება წარმატებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.