თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი დაიწყო (ფოტოკოლაჟი)
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB), საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრის (NATO StratCom COE) ერთობლივი თანამშრომლობით, სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი დაიწყო.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, კურსი მიზნად საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მომუშავე სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების მომზადებასა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას ისახავს.
ხუთდღიანი ტრენინგის ფარგლებში, მსმენელები სამხედრო-პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობაზე, ასევე, მისი გამართული მუშაობისათვის აუცილებელ წინაპირობებზე პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ.
კურსს სტრატეგიული კომუნიკაციების მაღალი დონის საერთაშორისო ექსპერტები უძღვებიან.