კოლუმბიის მაღაროში აფეთქებას 9 ადამიანი ემსხვერპლა(ფოტო)

კოლუმბიის კუნდინამარკას პროვინციაში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად 9 მუშა დაიღუპა, – ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

შემთხვევა La Ciscuda-ს მაღაროში მოხდა, სადაც აფეთქება, სავარაუდოდ, მეთანის დაგროვებამ გამოიწვია.

შემთხვევის დროს ობიექტზე 15 მუშა იმყოფებოდა.

დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები