ქვემო ქართლში საშემოდგომო ხვნის სამუშაოები გრძელდება

ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა საშემოდგომო ხვნის სამუშაოებს ახორციელებს. დღეის მდგომარეობით, მარნეულის სერვისცენტრში მობილიზებული ტექნიკით, უკვე დამუშავებულია 800 ჰექტარი მიწის ფართობი.

სამუშაოები აქტიურად გრძელდება სოფელ იმედჭალაში, სადაც შპს „მექანიზატორის“ 4 ერთეული ტრაქტორით  38 ჰექტარი მიწის ფართობი დამუშავდა.

საშემოდგომო ხვნების სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „მექანიზატორის“ მარნეულის  სერვისცენტრში 50 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება  სამუშაო პროცესში.

შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები