სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, შესაძლოა, გაუქმდეს

საქართველოს მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების ფარგლებში, შესაძლოა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გაუქმდეს. ინფორმაციას ამის შესახებ პირველი არხი ავრცელებს. მათივე ცნობით, განცხადებას ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ გააკეთებს.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო 2014 წლის 1 იანვარს შეიქმნა.კრიზისების მართვის საბჭოს ამ დროისთვის მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები