შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ნატოს დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ სირაძე ნატოს სამოქალაქო საგანგებო დაგეგმარების კომიტეტის წარმომადგენელს, სტეფანო სანტამატოსა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს – კრისტიან კოკვიკსა და თორსთენ დერიკს შეხვდა.
შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ნატოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე, განხორციელებულ და მიმდინარე ერთობლივ პროექტებსა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე 15-16 ნოემბერს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში დაგეგმილი სამოქალაქო საგანგებო დაგეგმარების კომიტეტის დირექტორატის სხდომის შესახებაც ისაუბრეს, რომელსაც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ სირაძე დაესწრება.
აღნიშნულ შეხვედრაზე განხილული იქნება ნატო-სა და ნატოს პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის საკითხები კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიმართულებით, ასევე, ახალი ტექნოლოგიები კატარსტროფების რისკების შემცირების მიზნით და სხვა მნიშვნელოვანი თემები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები