მიხეილ სარჯველაძე – “გახარია საქართველოსთვის” წევრებს: ცდილობთ, ხელოვნურად შექმნათ ყალბი შთაბეჭდილება, რომ დებატი უნდა მოეწყოს ჩემსა და მშობელს შორის
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „გახარია საქართველოსთვის“ წევრ ქეთევან ბაკარაძეს და ამავე პარტიის წარმომადგენლებს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა.
„ცდილობთ, ხელოვნურად შექმნათ ყალბი შთაბეჭდილება, რომ დებატი უნდა მოეწყოს ჩემსა და მშობელს შორის. სამწუხაროდ, არავითარი რესურსი და არგუმენტი არ აქვს თავად დამიჯდეს დებატებში. როგორც ამბობენ, ამაზე დაბლა ფსკერი და დონე აღარ არსებობს. აი, ეს იკადრეთ დღეს. ძალიან ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ასეთი რამ, უბრალოდ, არ უნდა გეკადრათ“, – მიმართა ჯანდაცვის მინისტრმა „გახარია საქართველოსთვის“ წევრ ქეთევან ბაკარაძეს და ამავე პარტიის წარმომადგენლებს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.